воскресенье, 27 мая 2018 г.

1-2 დღე

რეფლექსია
ინტელი, პროექტებით სწავლება, საშუალებას გვაძლევს, ეფექტურად დავგეგმოთ პროექტი, განვსაზღვროთ პროექტის განხორციელების ყოველი ეტაპი და რაც მეტად მნიშვნელოვანია, მოვარგოთ მოსწავლეთა ინტერესებსა და საჭიროებებს.
ტრენინგის პირველი და მეორე დღე იყო ინფორმაციული, გავეცანით ზოგადად რა არის ინტელი, გავეცანით http://tpdc.ge/essentials/, განვიხილეთ 21-ე საუკუნის უნარჩვევები, ჩამოვტვირთეთ და განვიხილეთ პროექტები და ბუკლეტის შაბლონები. მეორე დღის დასასრულს კი შევქმენით ბლოგი.
აღნიშნული მოდული საშუალებას გვაძლევს, თეორიული ცოდნა გავიმყაროთ პრაქტიკაში. ჩვენ მიერ შეთავაზებული პროექტი შეესაბამებოდეს 21-ე საუკუნის სტანდარტებსა და მოსწავლეთა ინტერესის სფეროს.