пятница, 22 июня 2018 г.

მე-9 დღე

რეფლექსია
ტრენინგის ბოლო დღეს გავიარეთ მე-8 მოდული, ვიმუშავეთ ბლოგზე, გამოვაქვეყნეთ ნაშრომები. ტრენინგი საერთო ჯამში იყო საინტერესო, მრავალფეროვანი და რაც მთავრია მნიშვნელოვანი, იმ მხრივ რომ შევძელით პროექტის გეგმის შედგენა.  ტრენინგი საშუალებას გვაძლევს მოსწავლეებს შევთავაზოთ პროექტის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია და ვასწავლოთ პროექტებით. 

среда, 20 июня 2018 г.

მე-8 დღე

რეფლექსია
ტრენინგის მე-8 დღეს გავიარეთ მე-7 მოდული, გავაიზრეთ კითხვის დასმის ტექნიკები, ვიმუშავეთ მაღალი სააზროვნო კითხვების დასმის სტრატეგიებზე. ვნახეთ და განვიხილეთ უამრავი შაბლონი და ნიმუში, იმისათვის თუ როგორ შევაქმნევინოთ მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვანი დავალებები. შევქმენით და ვიმუშავეთ მოსწავლის მიერ შესასრულებელი დავალების შაბლონზე. 

воскресенье, 17 июня 2018 г.

მე-7 დღე

რეფლექსია
ტრენინგის მე-7 დღეს გავეცანით მე-6 მოდულს. ვიმუშავეთ დიფერენცირების ელემენტებზე, როგორ გავანაწილოთ დავალებები სხვადასხვა ინტერესის მქონე მოსწავლეებისთვის. მოდული დამეხმარება, სამომავლოდ, განვსაზღვრო მოსწავლეთათვის გადასაცემი დავალებები. 

суббота, 16 июня 2018 г.

მე-6 დღე

რეფლექსია
ინტელის მე-6 დღს გავიარეთ მოდული 5, გავეცანით შეფასების ინსტრუმენტებს, ჩეკლისტების შესრულების ინსტრუქციას, ნაშრომის გადახედვისა და ახალი მიზნების გამოყოფის სტრატეგიებს. გაკვეთილზე გამოყენებული თვითშეფასების რეფლექსიის დამუშავებას. ამასთანავე, სახლში შევქმენით მოსწავლეთა შესაძლო ნამუშევარი, კერძოდ ბუკლეტი და შევაფასეთ წყვილებში.

суббота, 9 июня 2018 г.


მე-4 დღე

რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღე მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ გავეცანით და ვიმუშავეთ შეფასების ინსტრუმენტებზე... გავიაზრეთ რა ტიპის შეფასებებია ეფექტური შეფასებისათვის.